დღეს, 27 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო გახდება და ის საჯარო სამსახურის ბიუროში ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო სამსახურის ბიუროში განუცხადეს, „ბატონ ბიძინა ივანიშვილმა დეკლარაცია ჩააბარა გუშინ (25 დეკემბერს), დეკლარაცია საჯარო გახდება ჩაბარებიდან 48 საათის შემდგომ".
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან ჟურნალმა Forbes-მა მდიდარი პოლიტიკოსების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში შვიდნენ ის პოლიტიკოსები, რომელთა ქონება 1 მლრდ დოლარს აღემატება. გამოქვეყნებულ რეიტინგში მე-3 ადგილზეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
რეიტინგში სულ 16 ადამიანი შევიდა, რომელთა უმრავლესობა პოლიტიკას ძირითადა აშშ-სა და რუსეთში "აკეთებენ". ივანიშვილი რეიტინგში უსწრებს იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის და სხვა გავლენიან, მდიდარ პოლიტოსებს.
ივანიშვილზე წინ რეიტინგში მხოლოდ ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი და რუსი პოლიტიკოსი, მილიარდერი მიხაილ პროხოროვი არიან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, ივანიშვილი ქონება 6,5 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის მიალარდელთა მსოფლიო საერთო რეიტინგში 153-ე პოზიციაზეა.