დღეს, 27 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასადილო-რესტორნის მაკეტის პრეზენტაცია გაიმართება.
სასადილო-რესტორნის პროექტი დამუშავდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ ინტერდისციპლინარული სემინარის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც კრეატიულობის განვითარებას, ისე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ბრენდის „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" უფრო ახლობლად ქცევას. დიზაინერების სურვილია შესთავაზონ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ ერთმანეთთან და სტუდენტებთან ურთიერთობას, ბავშვებთან ერთად მისვლას და ხელოვნებით, გამოფენებით, პოეზიით, ლიტერატურით, ლექციებითა და მუსიკით დატკბობას.