27 დეკემბერს, 20:00 საათზე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული მუსიკალური ცენტრი კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.
საღამოს სპეციალური სტუმრები: ისრაელში და საქართველოში მოღვაწე აღიარებული კომპოზიტორი - იოსებ ბარდანაშვილი (საქართველოს სახალხო არტისტი); უცხოეთში მოღვაწე ქართველი სოლისტების მიერ შექმნილი- საქართველოს ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი; თეიმურაზ ბუხნიკაშვილი (ფაგოტი); არიელ ცუკერმანი(ისრაელი, ფლეიტა); ლიზა რამიშვილი (ჩელო).
ასევე გაიმართება საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკეტრის ახალგაზრდა თაობის მუსიკოსების მიერ დაარსებული ანსამბლების Georgian Brass და Georgian Strings პრეზენტაცია.
პროგრამაშია: მოცარტის, როსინის, პოპერის, რიმსკი-კორსაკოვის, ცინცაძის, მაჭავარიანის, პიაცოლას ნაწარმოებები. ასევე შედგება თბილისური პრემიერა სოსო ბარდანაშვილის ფლეიტის კონცერტის.
ცენტრმა განვლილი ერთი წლის მანძილზე 74 კონცერტი გამართა და წინასაახალწლოდ ერთგულ მსმენელს კი რიგით 75-ე საღამოზე იწვევს.
2005 წლიდან მოყოლებული ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა 420 ღონისძიება გამართა. მათ შორის სიმფონიური მუსიკის საღამოები აღიარებულ ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან ერთად, ფესტივალები, გასვლითი კონცერტები საქართველოს რეგიონებსა და უცხოეთის (საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, თურქეთისა დსაბერძნეთის) პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. ასევე განახორციელა საგანმანათლებლო პროექტები და გამოჩენილ მუსიკოსთა საავტორო, საიუბილეო და სოლო-კონცერტები.