განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს ეწვია. მინისტრი სწავლების პროცესს გაეცნო და წარჩინებული სტუდენტები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
„პროფესიული სწავლების ცენტრში არსებული პირობებით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი რაც არის პრობლემა, პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი საჭიროებს რეაბილიტაციას. გპირდებით, რომ 2010 წლის სექტემბრამდე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და ახალი ავეჯით აღიჭურვება. ამასთან, საერთო საცხოვრებელი 350 სტუდენტზე იქნება გათვლილი", - განაცხადა შაშკინმა.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი კახეთის რეგიონში ერთადერთი რეაბილიტირებული და ახალი ტექნიკით აღჭურვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. განახლებული ცენტრი 2007 წელს გაიხსნა. მასში სახელობო პროფესიული სწავლების გარდა, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტებიც ხორციელდება.