საქართველოს ფოსტის ყოფილ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თბილის საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განაცხადა ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
,,ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დაახლოებით 15 კვადრატულ მეტრის ტერიტორიაზე საცხოვრებელს სახლს გაუჩნდა და საცხოვრებელი ნივთები დაიწვა", -განაცხადა გიორგაძემ და აღნიშნა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.