რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ რუსეთში ციტრუსის ექსპორტი განაახლა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის განმარტებით, საქართველომ რუსეთში, ბელორუსის გავლით, ციტრუსის ექსპორტი უკვე დაიწყო. მისი ინფორმაციით, ციტრუსით დატვირთული პირველი კონტეინერი რუსეთის ტერიტორიაზე უკვე შევიდა და თვის ბოლომდე რუსეთში კიდევ 2 კონტეინერი გაიგზავნება.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნით ადრე რუსეთის პრიზდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის არის ვმო-ს წევრი და ქვეყანა ასრულებს თავის მოვალეობას და ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე უშვებს.