საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეოთხე მოადგილის პოსტს ალექსანდრე ბურჭულაძე დაიკავებს. ბურჭულაძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი. აღნიშნულ თანამდებობაზე დასამტკიცებლად ალექსანდრე ბურჭულაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს 21 დეკემბერს წარედგინა.  
ალექსანდრე ბურჭულაძე იუსტიციის სამინისტროში ეკონომიკურ მიმართულებას  უხელმძღვანელებს. ის კურირებას გაუწევს აგერთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: მონაცემთა გაცვლის ეროვნულ სააგენტოს, იუსტიციის სახლს და სმარტ ლოჯიქს.  
ალექსანდრე ბურჭულაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ბიზნეს სკოლა ESM -თბილისი და ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში. მას აგრეთვე დამთავრებული აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი (კომპიუტერული მეცნიერების ფაქულტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით). 
ალექსადნრე ბურჭულაძე სხვადასხვა დროს იყო შპს „ჯი ემ სი ჯი" -ს  მმართველი პარტნიორი; საკონსულტაციო კომპანია Ernst & Young (CIS) ბიზნეს კონსალტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; GCG Audit representing Arthur Andersen ბიზნეს კონსალტინგის დეპარტამენტის მენეჯერი,  ESM-თბილისი მენეჯმენტის ლექტორი; GCG Audit representing Arthur Andersen ბიზნეს კონსულტანტი; მედია ჰოლდინიგ „პრემიერის" მფლობელი და კომერციული დირექტორი;  შპს "ჯეოსტარის"  ბრენდ მენეჯერი.
ალექსანდრე ბურჭულაძეს 31 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.