,,პატიმარ თემურ კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან დარღვევები იკვეთება, _ განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ და აღნიშნა, რომ თემურ კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ხასიას განცხადეებით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც ჟურნალისტებთან მაია ხასიამ განაცხადა, პატიმარი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საეჭვო ქცევის გამო ერთი დღით ადრე გადაყვანილი იყო სპეციალურ საკანში, რომელზეც 24-საათიანი ვიდეო კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, ციხის თანამშრომის მხრიდან, რომელიც კამერების მონიტორინგზე იყო პასუხისმგებელი, იკვეთება აშკარა დარღვევა, რადგან თვითმკვლელობის მომენტი მას მხედველობიდან გამორჩა.
შეგახსენებთ, რომ თემურ კორტავა, რომელიც სასჯელს რუსთავის #6 დაწესებულებაში იხდიდა, საკანში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.