თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის დაკითხვა დასრულდა და მან პროკურატურა უკვე დატოვა. როგორც ჟურნალისტებთან გიორგაძემ განაცხადა იგი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მუშაობის გამო დაიკითხა.
"კითხვები იყო 26 მაისთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენს სამსახურთან შემოერთებული იყო სასწრაფო სამსახური. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში მუშაობდა ამ დღეს სასწრაფო დახმარება და რა ფუნქციებს ასრულებდა. პასუხები მაქსიმალურად გავეცი რაც ვიცოდი", -განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ თემურ გიორგაძე პროკურატურაში 11:00 საათიდან იკითხებოდა.