2012 წლის 24 დეკემბერს სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში დაფიქსირდა სავარაუდო სუიციდის შემთხვევა. გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესიდან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა დამატებითი კომენტარი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის, მაია ხასიას განმარტებით, 2012 წლის 23 დეკემბერს, დაწესებულების ექიმმა მოახდინა სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნების იდენთიფიცირება: მოჭარბებული უხასიათობა და განწყობის დაქვეითება, ქცევის ცვლილება, რაზეც მოხდა რეაგირება და პატიმარი გადაყვანილი იქნა სხვა საკანში 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. ასევე გამოძახებული იქნა ფსიქიატრი, შემდგომი კონსულტაციისთვის.
2012 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულმა სცადა თვითმკვლელობა, რისი აღკვეთაც, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის ფარგლებში ვიდეოჩანაწერის ანალიზიც მოხდება.