2010 წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით ღონისძიებას უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ეს იქნება "რამსარის კონვენციის~ გასვლითი სხდომა და იგი მისი ადგილსამყოფელის _ ჟენევის ფარგლებს გარეთ არასოდეს ჩატარებულა.
ხაჩიძის ინფორმაციით, ფორუმი აჭარაში გაიმართება და მასში მონაწილეობას ასამდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
"საქართველოში ასეთი ფართომასშტაბიანი ფორუმის ჩატარება ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს დიდი დაინტერესება~, _ განაცხადა ხაჩიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი წარმომადგენლობითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასაც.
"რამსარის კონვენცია~ მტკნარი წყლებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვას ითვალისწინებს და მასზე საქართველოც არის მიერთებული.