ყაზახეთში საქართველოს 3 მოქალაქე ბინის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ასტანას შინაგან საქმეთა დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილებმა ყაზახეთის მოქალაქის ბინა გატეხეს და ძვირფასი ნივთები და ფული მოიპარეს.
ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები იპოვეს. დაკითხვისას დაკავებულებმა კიდევ 15 ბინის გატეხვა აღიარეს. ეჭვმიტანილების ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.