კომპანია " პეპსის"საახალწო გათამაშებას უკვე ათასობით გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებულებi 25 დეკემბერს, პრიზების გაცემის პუნქტში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „სმარტში", კომპანიის მენეჯმენტმა პირადად დააჯილდოვა.
აქციის ფარგლებში, რომელიც 10 დეკემბერს დაიწყო და 20 იანვრამდე გასტანს, სხვადასხვა დასახელების პრიზი ყოველ 5 წუთში თამაშდება. ამ დროისათვის უკვე გათამაშებულია ათასობით პრიზი, მათ შორისნოკია ლუმია 800 (ვინდოუსის პროგრამული უზრუნველყოფით, ყველაზე თანამედროვე ტელეფონი)ნოკია ლუმია აშა 200 ორ-სიმბარათით და კვერტი კლავიატურით, 50000 წუთზემეტი სასაუბრო დრო და 1500 ცალი „პეპსის" ექსკლუზიური 6 ქილიანი შეკვრა.
„გაგზავნილი კოდებიდან 5 წუთში ერთხელ გამარჯვებული ვლინდება, რომლებიც დღის გათამაშებაში არსებული 1 ნოკია ლუმია 800, 1 ნოკია აშა 200ის, 3000 წუთ სასაუბრო დროის და 100 ცალი 6-ქილიანი შეკვრა პეპსის მფლობელები ხდებიან. ამ დროისთვის ჩვენ უკვე გვყავს 3000 მეტი გამარჯვებული, რომლებსაც მოგებულ პრიზებს გადავცემთ. ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ წამახალისებელ გათმაშებებს ჩვენი მომხმარებლებისთვის და სხვადასხვა სახისორიგინალურ პრიზებს ვთავაზობთ. ასეთი აქციებით ჩვენს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას ჩვენი ერთგული მომხმარებლების მიმართ,"-აცხადებს კომპანიის აქციონერი აჩიკო არველაძე.
მენეჯმენტის ინფორმაციით, გამარჯვებულებს თბილისში პრიზების მიღება შეუძლიათ რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტში", ქავთარაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე მდებარე „გუდვილებში", „კარფურში", სუპერმარკეტებში „ფურშეტსა" (ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) და „ფრესკოში" (მუხიანი, გობრონიძის 18). რაც შეეხება რეგიონებს, პრიზების გაცემა წარმოებს ქუთაისში: რუსთაველის #144-ში მდებარე სუპერმარკეტ „პოპულში", ზუგდიდში: „ნიკორას" მაღაზიაში რუსთაველის #111-ში, თელავში: სუპერმარკეტ „ლიმბო"-ში (ქეთევან წამებულის #3) და ბათუმში: „ვილმარტში" (ინასარიძის #12ა).