,,პროკურატურას ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მიმართ პრეტენზიებით უცხო ქვეყნის საელჩომ მიმართა", - განაცხადა ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
კბილვილმა არ დააკონკრეტა არც საელჩოსა და არც ყოფილი მინისტრის ვინაობა.
"ერთ-ერთი მინისტრის მიმართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით პროკურატურას უცხო ქვეყნის საელჩომ მომართა. წერილში საელჩო მისი ქვეყნის მოქალაქის პოზიციას ახმაურებს და აცხადებს, რომ კონკრეტულმა მინისტრმა მისი მოქალაქე აიძულა "ტოიოტას" მარკის 10 ავტომანქანა შეეძინა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.