მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ციხის მოვლენებთან დაკავშირებით იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობა იკვეთება, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან არჩილ კბილაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
"ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება პრაქტიკულად მომზადებულია, ის დახვეწის სტადიაშია და დღეს თუ არა ხვალ, სასამართლოს წარედგინება", -განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ გავრცელებულ ციხის ვიდეო-კადრებს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
"მე როგორც ვიცი, ვიდეო-მასალების ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, მათ შორის იქ მყოფ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. ცოცხის კადრს, მონტაჟის კვალი არ ჩანს", - აღნიშნა კბილაშვილმა.