,,საქართველოში არ არსებობს არც ერთი თანამდებობის პირი ვინც მოწმის სტატუსით დაკითხვაზე უარს იტყვის", -განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთვარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე განცხადებით ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია დაკითხვაზე გამოცხადდეს.
,,საქართველოში არცერთი თანამდებობა არ არსებობს, არც პარლამენტის წევრს, არც მოსამართლეს, არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, ან თუ გნებავთ, ქვეყნის პირველ პირს, ვისაც ჰქონდეს უფლება, მოწმის მოვალეობის შესრულებაზე უარი თვქას, ასეთი თანამდებობა საქართველოში არ არსებობს, ამიტომაც ყველა, ვისაც საგამოძიებო ორგანო მოუხმობს მოწმის სახით დასაკითხად, ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული. Gგავრცელებული ინფორმაციით, ახალაია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.