მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმე ეხება სამეგრელოში ახალაის პროკურორად მუშაობის პერიოდს.
,,სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს გამოიძიება რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პერიოდს, როდესაც ბატონი როლანდი ბრძანდებოდა ამ ოლქის პროკურორი და იქ არსებული გამოძიების ფარგლებში არის რამდენიმე საკითხი, რომელიც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების მართლზომიერებას, სადაც გარკვეული დეტალები არის დასადგენი მისი ჩვენების მიცემის საშუალებით", _ განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაშია დაბარებული.