თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით წუხელ ქუთაისიდან 27 წლის მამაკაცი გადმოიყვანეს.
კახაბერ ვარდოსანიძეს ფილტვების მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება.
დაინფიცირებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული შემოწმება, რათა დადგინდეს არის თუ არა ის H1N1 ვირუსით დაინფიცირებული.
კახაბერ ვარდოსანიძეს გრიპის სიმპტომები უკვე ერთი კვირაა აღენიშნება. ის თბილისში გადმოყვანამდე ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობდა.