შეწყალების კომისია 430 პატიმრის საქმეს განიხილავს, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძე განაცხადა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ სიაში არასრულწლოვალი პატიმრები არ არიან.
,,შესაწყალებელ პატიმართა სია ყველა კატეგორიის პატიმარს აერთიანებს. სიაში ბევრია ისეთი კატეგორიის პატიმარი ვისაც სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უარყოფითად ხასიათდებიან, არიან ნარკორეალიზატორები. აქედან გამომდინარე წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ პატიმრების მცირე რაოდენობა მიიღებს კომისიის მხრიდან დადებით რეკომენდაციას", _ განაცხადა ელენე თევდორაძემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ სიაში სამი ქალბატონია და არცერთი მათგანი შეწყალებას არ ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 14:00 საათზე დაიწყება და შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას ახალ წლამდე დატოვებენ.