გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 8-ე განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად 1984 წელს დაბადებული მიხეილ ჩ. დააკავეს.
20 დეკემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიხეილ ჩ.-მ თბილისში, სანზონის მე-10-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულის დაზიანება მიაყენა 1973 წელს დაბადებულ ვაჟა ჯიბლაძეს. მიხეილ ჩ.-ს თანმხლებმა, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა კი, ჯიბლაძეს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დაკავებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 118 მუხლის 1 ნაწილითა (ჯამრთელობის დაზიანება) და 239 მუხლის (ხულიგნობა) 1 ნაწილით აღიძრა. ჯიბლაძის დაჭრაში ბრალდებული პირის გამოსავლენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.