რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას მიხაილ კოდანევმა მიმართა, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი იუშენკოვის მკვლელობისთვისაა გასამართლებული.
მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მკვლელობის ნამდვილი შემკვეთები ბიზნესმენი ბორის ბერეზივსკი და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი არიან, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"თავის განცხადებაში კადანევმა გამოხატა სურვილი მთლიანად ეთანამშრომლა გამოძიებასთან, ამიტომაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისათვის მისი მოსკოვში ეტაპირების შესახებ",_ განაცხადა რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა