28, 29 და 30 დეკემბერს, 15:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში სპექტაკლის "პატარა უფლისწული" პრემიერა გაიმართება.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პიესის მიხედვით სპეტაკლი დადაგა რეჟისორმა გიორგი თოდაძემ.
სპექტაკლში მონაწილეობენ: სოსო აბრამიშვილი, ლელა ახალაია, ირაკლი გრძელიშვილი, ბაჩი ლეჟავა, მამუკა ლორია, რუსუდან მაყაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ირაკლი სანაია, ტრისტან სარალიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ნიკოლოზ ქაცარიძე, ლევან ხურცია.
"ჩვენ ყველანი ასაკთან ერთად ვშორდებით ბავშვობას, ყველაზე ბედნიერ და სანუკვარ ხანას. ვხდებით დიდები და ხშირად პატივმოყვარეობით, ანგარებითა და სიცრუით ვქმნით ჩვენს მიკროსამყაროს. "რა უცნაური ხალხია ეს დიდები", - ეს სევდანერევი ინტონაციით ნათქვანი სიტყვები რეფრენივით გასდევს პატარა უფლისწულის მოგზაურობას დედამიწაზე.
"გულისტკივილით გვშორდება პატარა უფლისწული და იმედი აქვს, რომ ადამიანებს აღარასოდეს მოგვინდება გავწყვიტოთ კავშირი ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან, საიდანაც ჩვენი ბავშვობა გვიღიმის", - აცხადებს გოგი თოდაძე.