ხვალ, 25 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში "საახაწლო მუსიკალური შეხვედრების ფარგლებში" ალექსანდრე კორსანტია კონცერტს გამართავს.
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტზე ალექსანდრე კორსანტია შეასრულებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის თხზულებებს: სონატა ლა-ბემოლ მაჟორი თხზ. 26; თხუთმეტი ვარიაცია ფუგით მი-ბემოლ მაჟორი თხზ. 35; სონატა მი-ბემოლ მაჟორი თხზ. 7.