ხვალ, 25 დეკემბერს, 12:00 საათზე ფინანსთა მინისტრი საზოგადოებისთვის 2013 წლის ბიუჯეტის პრეზენტაციას გამართავს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის პრესკონფერენციას გამართავს, რომლის თემაც 2013 წლის ბიუჯეტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სახელწმიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლი 8 425.5 მლნ ლარით განისაზღვრა. ამასთან, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელია 6 920.0 მლნ ლარი
2013 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 202.5 მლნ ლარს, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 75 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 127.5 მლნ ლარი
2013 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 300.0 მლნ ლარის ოდენობით;
2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 8 748.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 7 971.0 მლნ ლარს, გრანტები 127.5 მლნ ლარს და კრედიტები 650.0 მლნ ლარს.
განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, სოფლის მეურნეობა, ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ის სფეროებია, რომელთა დაფინანსებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.
2013 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, სწორედ ამიტომ 2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2013 წელს იზრდება 535.0 მლნ ლარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი რესურსი იქნა მოძიებული 2012 წელს არსებულ პროგრამებში და მთლიანობაში სოციალური ხარჯები იზრდება 630.0 მლნ ლარზე მეტით. დაფინანსების ზრდა დაკავშირებულია პენსიების და სოციალური დახმარებების ასევე დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობის ზრდასთან, კერძოდ: პირველი აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პენსიონერის და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაიზრდება და გაუტოლდება 67 წლის და მეტი ასაკის პენსიონერის პენსიას (125 ლარი);
პირველი სექტემბრიდან ყველა ასაკის პენსიონერის და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაიზრდება საარსებო მინიმუმამდე (150 ლარი) პირველი სექტემბრიდან პირველი ჯგუფის გარდა, სხვა კატეგორიის ინვალიდობის პენსია (ამჟამად 70 ლარი), მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია (ამჟამად 55 ლარი) გაიზრდება და გახდება 100 ლარი.
თებერვლიდან ყველა ის მოქალაქე, რომელც ამ ეტაპზე არ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით მიიღებს მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს, რომელიც გულისხმობს გადაუდებელი შემთხვევების დროს მკურნალობას, ხოლო ივლისიდან აღნიშნული მოქალაქეები მიიღებენ საბაზისო სადაზღვევო პაკეტს, რაც ითვალისწინებს როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას, გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას და სხვა. ასევე პირველი ივლისიდან 57 000 ქულამდე მქონე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარება გაუორმაგდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთლიანი ასიგნება შეადგენს 670.0 მლნ ლარს, სადაც ძირითადად გაზრდილია სკოლების ვაუჩერული დაფინანსება, რაც იძლევა საშუალებას ნაწილობრივ გაიზარდოს მასწავლებელთა ხელფასები. ასევე გაზრდილია სტუდენტების სასწავლო გრანტების და მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია - 241 მლნ ლარის გამოყოფა, საიდაც ძირითადად გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - მომავალ წელს დაფინანსდება 48 მლნ ლარით, სადაც გაზრდილია ლტოლვილთა სახლების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები. აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერს წარმოდგენილ პროექტში სამინისტროს დაფინანსება შეადგენდა მხოლოდ 25.0 მლნ ლარს, რაც თითქმის გაორმაგებულია.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - მნიშვნელოვნადაა მომატებული თანხები აღნიშნული სამინისტროსთვის და შეადგენს 174.3 მლნ ლარს. თანხები გათვალისწინებულია როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელფასების მოწესრიგებისთვის, ასევე გაზრდილია ციხეებში ექიმების ხელფასებიც და ჯანდაცვის პროგრამებიც. გათვალისწინებულია თანხა დაბა ლაითურში ახალი ციხის მშენებლობისთვის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება მომავალ წელს შეადგენს 901 მლნ ლარს. 2013 წელს ძირითადად მცირდება დონორების დაფინანსებული პროექტები, მათი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე. მომავალ წელს 501,7 მლნ ლარი მიიმართება საგზაო, ხოლო 181,9 რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ასიგნება შეადგენს - 80 მლნ ლარს - მომავალ წელს დაფინანსება არ შუმცირდება არც ერთ სსიპ-ს (მუზეუმები, თეატრები, ანსამბლები და სხვა)
მომავალ წელს შემცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება, შესაბამისად 15,2 მლნ და 30,0 მლნ ლარით, ასევე შემცირებულია ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 18.2 მლნ ლარით, მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის კანცელარიის დაფინანსებაც.