პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მომზადებულია კანონპროექტთა პაკეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების ხელშეწყობისთვის_ აღნიშნულის შესახებ ჟურნასლისტებთან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და სოფლის მეურნეობაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
კერძოდ, პრემიერის განცხადებით, მომზადებულია კანონპროექტთა პაკეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების ხელშეწყობისთვის. მუშავდება შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საგადასახადო შეღავათები აღნიშნული კოოპერატივებისთვის და სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული სხვა პირებისთვის.რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა;მოსახლეობის მიწის რეგისტრაციის პროგრამის შექმნა და განხორციელება; სოფლის მეურნეობის სფეროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის პროგრამა; მათი ტექნიკური პერსონალის გადამზადების პროგრამა;
სარწყავი სისტემების ინტენსიური რეაბილიტაციის პროგრამა. დასრულდა 15 მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტირება, რაც უკვე იმის საშუალებას იძლევა, რომ 2013 წლის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ მეტი ფართობი მოირწყას, _ განაცხადა პრემიერმა.