ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პროკურატურის პრესსამსახურის წარმომaდგენელმა განაცხადა, ახალაია ზუგდიდის რაიონულ პროპკურატურაში 25 დეკემბერსაა დაბარებული.
პრესსამსახურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია პროკურატურაში გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებითაა დაბარებული და ეს უკავშირდება როგორც ფულად, ასევე ქონების გამოძალვას.