სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 539 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 25 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 245 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 11 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 122 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები