ქურდულ კლანებს შორის არსებული დაპირისპირების მორიგი მსხვერპლი 41 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" ალექსანდრე გოგლაძე გახდა, რომელიც კრიმინალურ წრეებში "გოჩა კურკას" ზედმეტსახელითაა ცნობილი.
მისი ცხედარი ქალაქ ელცში მდებარე ციხის ერთადგილიან კამერაში შემოვლის დროს იპოვნეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ოპერატიული მონაცემებით, ადრე ნასამართლევი თბილისში დაბადებული ალექსანდრე გოგლაძე, გავლენიანი თანამემამულის წყალობით, სერიოზულ გავლენას ახდენდა მოსკოვის ოლქში კრიმინოგენულ სიტუაციაზე.
თუმცა მძიმე ნარკოტიკების მიმართ, ისეთები როგორიცაა - ჯეროინი და მეტადონი თავისი დამოკიდებულების გამო კურკამ თავისი ავტორიტეტი დაკარგა და "კოლეგებთან" ურთიერთობები გაიფუჭა.