ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, საქაართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მოქალაქე ლევან ბერიძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ. ბერიძემ ერთერთ მოქალაქეს 7 800 ლარის სანაცვლოდ 30 - მ 3 ხე-მასალის წარმომავლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები დაუმზადა, რომლის თანახმად, თითქოს ხე ტყე ადიგენის სატყეო მეურნეობიდან კანონიერად იქნა ათვისებული და შესაბამისად, მისი რეალიზაცია შესაძლებელი იყო.
სამართალდამცავებმა ბრალდებული დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით. ლ. ბერიძეს ბრალი წარედგინა, გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.