პრემიერ-მინისტრი 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის პირობას ვერ დებს. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ზრდის ეფექტს, რეალურად მხოლოდ მესამე წელს იგრძნობს.
„ეკონომიკური ზრდა ეს იქნება რთული. ამას ჭირდება მომზადება, მეორე წელს ეს იქნება უკვე საგრძნობი. მესამე წელს მოსახლეობა ამას უკვე საკუთარ თავზე იგრძნობს, ხოლო მეოთხე წელს ზრდა იქნება ძალიან კარგი. დაცემა და ზრდა საქართველოს ეკონომიკის ყოველ ორ კვირაში რთულია. პირველი წელს რომ ეკონომიკური ზრდა რომ, იგრძნო ძალიან რთულია"- აცხადებს ივანიშვილი.