საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძვირადღირებულ 50-მე ავტომანქანას აუქციონზე ყიდის. უწყების ინფორმაციით, ეს მანქანები ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი. საუბარია ისეთ მოდელებზე, როგორიცაა: Range Rover, Range Rover Sport, Range Rover Vogue, Mercedes S class, ML, BMW X6, X5 და M5, რომელთა საერთო ღირებულება 100 000 დოლარს აჭარბებს, ხოლო მათი მომსახურება მილიონნახევარი ლარი ჯდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ მანქანების სანაცვლოდ, „ტოიოტას" მარკის 30-მდე მაღალი გამავლობის და 10-მდე მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.