რუსული კომპანია "ალფა ჯგუფის" სტრუქტურები IDS Borjomi-ის აქციათა საკონტროლო პაკეტს ყიდულობენ. ბაზრის მონაწილები მიჩნევენ, რომ კომპანის აღნიშნული გადწყვეტილების შემდეგ, სამართალდამცავებთან ნაკლები პრობლემები ექნებათ. მით უფრო, რომ 2006 წელს რუსეთში აკრძალული ქართული პროდუქტების "დაბრუნების" შესახებ უკვე განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
IDS Borjomi-ის საკონტროლო პკეტის ყიდვის გარიგება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო და გავრცელებული ინფორმაცით სწორედ "ალფა ჯგუფის" სტრუქტურებმა გაიმარჯვეს. გარიგების მოცულობამ, შესაძლოა, 300 მლნ დოლარი შედგინოს.
ცოტა ხნის წინ, IDS Borjomi-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ჟაკ ფალერიმ განაცხადა, რომ კომპანის 100 %-ი 550 მლნ დოლარადა შეფასებული. საკონტროლო წილის შემსყიდველებად სახელდებოდნენ "აფკ სისტემა", ფონდი რომელიც ახლოს დგას "ალფა ჯგუფთან" და ასევე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცის პრეზიდენტთან ჯირსან ილუჟინოვცთან. პრეტენდტებს შორის იყვნენ, Standard Capital, TPG, Klever Asset Management.