დღეს, 24 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაჩეჩილაძეს საქმის განხილვაა ჩანიშნული.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულების დეტალური განხილვა მოხდება.
მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, გიორგი გაჩეჩილაძე პირობით გათავისუფლების სანაცვლოდ 5 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეეფარდა. გაჩეჩილაძე გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდა.
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი გიორგი გაჩეჩილაძე ძველი თბილისის რაიონულმა სასამართლომ 27 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსისი 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას ჩადენილი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. საქმე ეხება გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლს დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. დღეს ბრალდები მხარე ითხოვდა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას, რაც მოიცავს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას, თუმცა დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი გაჩეჩილაძის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება. ამასთან თავს უდანაშაულოდ ცნობს თავად გიორგი გაჩეჩილაძე.
მასალის გამოყენების პირობები