ავიაკომპანია "ალ იტალიას" რეისი რომი-თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ ჩამოფრინდა.როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, მიზეზი ძლიერი ნისლია, რის გამოც თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 04:05 საათზე ავიალაინერის მიღება ვერ შეძლო, რის გამოც მგზავრები ბაქოში გადააფრინეს.
როდის გამოფრინდება ავიაკომპანია "ალ იტალიას" თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნისლი აღარაა და თბილისის აეროპორტში ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები