ბანკ ,,ქართუს" საქმესთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუკავა დაკითხვაზე დაიბარეს. იგი მოდულის შენობაში მოწმის სტატუსით 20:00 საათზეა დაბარებული.
მეშვიდე მოწვევის პარლამენტში კუკავა იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი იყო და ბანკებთან დაკავშირებული კანონპროექტის ავტორია.
შეგახსენებთ, რომ ბანკ ,,ქართუს" საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე და ექსდეპუტატი ანდრო ალავიძე.