პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე აკრედიტაცია 150 ჟურნალისტმა გაიარა, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა. 
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრესკონფერენციაა რამდენიმე მედიასაშუალებით გადაიცემა კერძოდ, ,,საზოგადოებრივი  მაუწყებლის", ,,მეცხრე არხისა" და სავარსუდოდ ,,რუსთავი-2"-ის ეთერით. როგორც სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე წარიმართება. 
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს მეორედ ხვდება. შეხვედრა ,,შერატონ მეტეხი პალასში"  11:00 საათზეა დაგეგმილი.