შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 20-21 დეკემბერს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძების შედეგად თბილისში, ნარკოტიკების რეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს: 1985 წელს დაბადებული აკაკი ძ. და 1982 წელს დაბადებული ივანე მ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები, თბილისის სხვადასხვა გასართობ ცენტრებში ნარკოტიკული საშუალება "LSD"-რეალიზაციას ახდენდნენ, ისინი ნარკოტიკულ ნივთიერებას შაქრის ნატეხზე აწვეთებდნენ და ცალს 30 ლარად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 32 ცალი ნარკოტიკული საშუალება „LSD" გაჟღენთილი შაქრის ნატეხი და 5 მლ-მდე სითხე ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები