3 საათზე მეტია, მოდულის შენობაში ყოფილი ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის დაკითხვა მიმდინარეობს, ერთ საათში კი დაკითხვაზე ყოფილი ენერგეტიკის, ფინანსთა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც შევა. როგორც დიმიტრი გვინდაძემ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„მოწმის სტატუსით მითხრეს, რომ მოვსულიყავი. მეტი არაფერი ვიცი"- განაცხადა გვინდაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები სააქციო საზოგადოება ბანკ „ქართუსთან" დაკავშირებულ საქმეზე არიან დაბარებულები.