შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები შსს-ს სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზას ეწვივნენ. ბაზის ტერიტორიაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო, 5 კაციანი რაზმების სპეციალური საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. ღონისძიების ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.
უცხოელი კოლეგების მიერ საქართველოს სამაშველო და სახანძრო რაზმების გადამზადება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნის თემატიკა იყო: ხანძრის სწრაფი ჩაქრობა, შენობა-ნაგებობებიდან და დეფორმირებული ავტომანქანებიდან დაშავებულების უსაფრთხო ევაკუაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ქიმიურ ინციდენტებზე დროული რეაგირება.
შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, რაზმებს სხვადასხვა სახეობის სამაშველო აღჭურვილობა გადაეცათ.