ხვალ, 22 დეკემბერს, სასამართლო ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, კახა დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძისა და იზაბელა გუტიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს დაკავებულ პირებს ბრალი ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის წაუყენეს. როგორც ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატებმა განაცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ისინი აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.