შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
19 დეკემბერს ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებისას სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად წარედგინათ.
გიორგი ბ-ს, გიორგი ვ-ს, რაფაელ ლ-ს, შოთა ჟ-ს, თამაზ მ-სა და ზაზა ა-ს სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.