ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია მოდულის შენობაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც ჟურნალისტებთან დაკითხვამდე განაცხადა შეტყობინება მას ტელეფონით მიუვიდა და მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
,,დღეს ტელეფონით მომწერეს უწყება არ მიმიღია, მაგრამ მომწერეს, რომ თუ შეიძლება მოვსულიყავი დაკითხვაზე, რომელიც არ ვიცი რა საკითხზე იქნება. ვვარაუდობ, ალბათ, დაკავშირებულია რამდენიმე უძრავი ქონების საკითხთან, მაგრამ დეტალები თუ რა საკითხზე მიბარებენ არ მოუწერიათ", _ განაცხადა ქობალიამ.
შეგახსენებთ, რომ ვერა ქობალია შსს ინფორმაციით, ბანკ ,,ქართუს" საქმესთან დაკავშირებულ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხება.