საახალწლო შემოთავაზება "ჯორჯიან ეარვეისისგან" ("აირზენა"). კომპანიის ინფორმაციით, საახალწლოდ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 69 ლარი იქნება.
"აირზენაში" აცხადებენ, რომ 26 დეკემბერს ფრენა განხორციელდება დღეში 2-ჯერ, ხოლო 28-30 დეკემბერს და 1,2,6,8,9,11,13 იანვარს - დღეში ერთხელ.
თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისის ღირებულება, ჩვეულებრივ დღეებში 70 ევროს ეკვივალენტია ლარებში, ხოლო წინასაახწლოდ თბილისიდან ბათუმში და პირიქით ფრენების ღირებულება, ერთი გზა, 69 ლარადაა განსაზღვრული.