„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა და პარტიის სხვა წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან და ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელთან, ევროპარლამენტის წევრ კრჟიშტოფ ლისეკთან. შეხვერას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი. პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესები. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.