შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე, სამსახურეობრივი შემოწმება დაასრულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი.
"ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ"- განმარტავენ სამინისტროში.