სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოდულის შენობაში მყოფი ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მოინახულა.
ნანუაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ხეთაგური თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდის თეატრი. არანაირი ინფორმაცია არა აქვს კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. მისთვის უცნობია ქრთამის მიმცემი. აცხადებს, რომ არა აქვს ინფორმაცია, თუ ვინ გასცა ქრთამი", - განაცხდა სახალხო დამცველმა მოდულის შენობდან გამოსვლის შემდეგ და აღნიშნა, რომ ხეთაგურზე ზეწოლა არ ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი სსკ ორი მუხლით უკვე წარუდგინეს. როგორც ჟურნალისტებთან ხეთაგურის ადვოკატმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ 338-ე და 194-ე მუხლით წაუყენეს რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო 194-ე მუხლი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს და 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა დავით ხაჟალიამ და აღნიშნა, რომ ხეთაგური თავს დამნაშავედ არ სცნობს.