ვისოლი გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას განაგრძობს და აღმაშენებლის ხეივანზე, ახმეტელის ქუჩის მიმდებარედ და მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოს მიმდებარედ ახალ გაზგასამართ სადგურებს ხსნის.
ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისათვის ვისოლმა მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
„მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციამ მოთხოვნა ალტერნატიულ, ეკონომიურ საწვავზე მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, ვისოლ ჯგუფმა, როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა მნიშვნელოვნად გააფართოვოს გაზ გასამართი სადგურების ქსელი. ავტოგაზი ალტერნატიული, ეკონომიური საწვავია, რომელიც არა მხოლოდ მომხმარებლის ჯიბეს, არამედ გარემოსაც უფრთხილდება", - აცხადებენ „ვისოლში".
ვისოლი მომხმარებელის ავტომობილის გაზის გამართვას მსოფლიოში წამყვან კომპანია Aspro-ს გაზის მიწოდების სისტემით ახდენს, რომელიც პროდუქტის 100% სიზუსტით მიწოდებისა და უსაფრთხოების გარანტიაა.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურებზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი სადგურების ოპერატორებს დასაქმებამდე შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა. ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.
ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. წლის ბოლო