2012 წელს აჭარიდან ავსტრიაში 18 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული პროექტი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ევროპის ბაზარზე ქართული მანდარინის რეალიზაციის პოტენციალის შესასწავლად, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე უკვე იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მესხიძემ შეხვედრები გამართა ვენის სუპერმარკეტებისა და ბაზრის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ფასებისა და ქართული მანდარინის კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლება ევროპულ ბაზარზე.