ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს ბანკ ,,ქართუს" საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ხეთაგურის ადვოკატმა დავით ხაჟალია განაცხადა.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რა კითხვები აქვს ალექსანდე ხეთაგურთან გამოძიებას ბანკ ,,ქართუსთან" დაკავშირებით.
,,ბატონ ალექსანდრეს დაკითხვა უნდა მოხდეს ბანკ ,,ქართუსთან" დაკავშირებით და დაკითხვას უნდა დავესწრო და ამის გამო შევდივარ მასთან", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი სსკ ორი მუხლით უკვე წარუდგინეს. როგორც ჟურნალისტებთან ხეთაგურის ადვოკატმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ 338-ე და 194-ე მუხლით წაუყენეს რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 194-ე მუხლი, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს და 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა დავით ხაჟალიამ და აღნიშნა, რომ ხეთაგური თავს დამნაშავედ არ სცნობს.