პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელ კშიშტოფ ლისეკსა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროგრესის გაღრმავება იყო.
მიხეილ სააკაშვილმა და ევროპარლამენტარებმა სამეზობლო პოლიტიკასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ელმარ ბროკის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ახალ მთავრობას მოუწოდა, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის განვითარების კურსი კვლავ უნდა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.